კატარში მიმდინარე ფეხბურთს მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე სათამაშო დღეს 4 შეხვედრა გაიმართა. შვეიცარიამ ემბოლოს გოლით კამერუნი 1-0 დაამარცხა, ხოლო ურუგვაიმ სამხრეთ კორეასთან ფრე 0:0 ითამაშა.
ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალიის ნაკრები კი განას ეთამაშა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა მეტოქე. პირველ ტაიმში გუნდებმა სახიფათო მომენტები ვერ შექმნეს თუმცა რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა მეორე ტაიმი. მატჩის 65-ე წუთზე პორტუგალიელმა ლეგენდამ რონალდომ თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და თავადვე შეძლო მისი გამოყენება, კრიშტიანო გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 5 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე შეძლო გოლის გატანა.
განა დანებებას არც გაშვებული გოლის შემდეგ არ აპირებდა და 73-ე წუთზე კუდუსის გადაცემის შემდეგ ანდრე აიუსმა ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ პორტუგალიელები კვლავ გააქტიურდნენ და ბრუნო ფერნანდეშის გადაცემის შემდეგ 78-ე წუთზე ჟოაო ფელიქსმა თავის შანსი გამოიყენა, ხოლო 2 წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა რაფაელ ლეაომ ისევ ბრუნო ფერნანდეშის გადაცემით ისარგებლა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
შეხვედრის 89-ე წუთზე განამ სხვაობა კვლავ შეამცირა, ბუკარიმ თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა. აფრიკელებს გათანაბრების საშუალება მსაჯის მიერ დამატებულ მე-10 წუთზე ჰქონდათ, როდესაც ინიაკი ვილიამსმა პორტუგალიის ნაკრების მეკარის დიოგო კოსტას უყურადღებობით ვერ ისარგებლა. საბოლოოდ შეხვედრა პორტუგალიის გამარჯვებით 3-2 დასრულდა.