თერჯოლაში მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღაზიის მენეჯერს ყოფილმა ქმარმა ცეცხლი შურისძიების მიზნით წაუკიდა. მამაკაცს წარსულში კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე საათის წინ მაღაზიაში მივიდა, მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული ოთახში გამოკეტა. შემთხვევის დროს მამაკაციც დაშავდა, მან გარეთ გამოსვლა მოასწრო, ქალი კი ადგილზე დაიღუპა.
სავარაუდოდ, აფეთქების გამო მაღაზიაში მინები ჩაიმსხვრა.
ადგილზე სამართლდამცველები მუშაობენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს.