კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი Louis Vuitton-ის რეკლამაში გადაიღეს - Palitra News

კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი Louis Vuitton-ის რეკლამაში გადაიღეს

2022-11-25 10:13:46+04:00

ცნობილი ფეხბურელები, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი Louis Vuitton-ის რეკლამაში გადაიღეს. ფოტო ფრანგული მოდის სახლმა Intagram-ზე გამოაქვეყნა.

ფოტოზე სპორტსმენები ბრენდის ჩემოდანზე ჭადრაკს თამაშობენ. „გამარჯვება გონების მდგომარეობაა“, -ასეთია აღწერა. ფოტოს ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი ენი ლეიბოვიცია.