ფილმმა Love Actually მაყურებლის გული საუცხოო მსახიობებით, იუმორითა და სასიყვარულო ისტორიებით დიდი ხნის წინ მოიგო. უფრო მეტიც, 2023 წელს უკვე 20 წელი შესრულდება, რაც ჰიუ გრანტი, ემა ტომპსონი და კირა ნაიტლი თავიანთ კოლეგებთან ერთად ჩვენი ტელევიზორებისა თუ ლეპტოპების ეკრანებს ამშვენებენ, განსაკუთრებით, საშობაო არდადეგებზე.
ფილმის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად მასში მონაწილე მსახიობები მალე ABC-ზე შეიკრიბებიან Love Actually-ზე სასაუბროდ, ასევე, იმაზე, თუ რას ნიშნავს თავად მათთვის სიყვარული.
როგორც ვიდეოში ჩანს, მსახიობები კამერის მიღმა თავს გადახდენილ კურიოზებსა და სხვა აქამდე უცნობ ფაქტებსაც გაგვანდობენ გადაცემაში The Laughter & Secrets of Love Actually: 20 Years Later – A Diane Sawyer Special, რომლის ნახვაც 29 ნოემბერს იქნება შესაძლებელი Hulu-ზე.