ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლება, რუსეთთან ერთად, იზიარებს პასუხისმგებლობას უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო დანაშაულებებზე, რისთვისაც ის პასუხისმგებელია საერთაშორისო ტრიბუნალისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში.
დოკუმენტში ევროპარლამენტარები იმეორებენ მოწოდებას ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროკომისიის მიმართ, დააწესონ იგივე სანქციები ბელარუსის მიმართ, რაც რუსეთს დაუწესეს. ისინი ასევე მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, მხარი დაუჭირონ ბელარუსის დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტოებს და უფრო სისტემატურად ითანამშრომლონ ევროკავშირსა და ბელარუსის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლებს შორის.
ევროპარლამენტი ასევე მკაცრად გმობს ბელარუსში 1400-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმრის არსებობას, რომელთა მიმართ დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელებია გამოტანილი.
ის ასევე გმობს 2022 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკის პატიმრობას და მოუწოდებს ლუკაშენკოს რეჟიმს, დროულად უზრუნველყოს მისი გათავისუფლება ოსლოში, 10 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიისთვის.