კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კიევს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმასთან დაკავშირებული სიტუაციის მოგვარება მოსკოვის მოთხოვნების შესრულებით შეუძლია. როგორც პესკოვი აცხადებს, უკრაინის ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა, მოაგვაროს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმასთან დაკავშირებული სიტუაცია და დაასრულოს ხალხის ტანჯვა რუსული მხარის მოთხოვნების შესრულების გზით.