დედაქალაქის მერმა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, გრინსერვისის მიერ ” ვაკის პარკის შადრევნის თავდაპირველი პროექტის ყველა ცვლილება, შეთანხმებული და დამტკიცებული იყო და ინფორმაცია, რომ “გრინსერვისმა” მერია შეცდომაში შეიყვანა” და ცვლილებების შესახებ არ აცნობა, რეალობას არ შეესაბამება. მერის თქმით, ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაცია კონკრეტული პროექტის მიხედვით განხორციელდა და დამპროექტებელი სამუშაოების მიმდინარეობას ზედამხედველობას თავად უწევდა.