ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას მიესალმება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ წერილთან დაკავშირერბით სუნაკი აღნიშნავს, რომ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება, მხარეების პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა.