საქართველოს მე-3 პრეზიდნეტს მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში ექსპერტიზა არ ჩაუტარდა. სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, ამ ეტაპზე პენიტენციური დაწესებულების მხრიდან ექპსერტიზის ჩატარების კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა სალომე ზურაბიშვილიც. ცენტრი ემპათია, რომელიც სააკაშვილის მდგომარეობას მეთვალყურეობს, ამ წუთებში პრეზიდენტს ხვდება.