საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთში საქართველოს ახალ ელჩს თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრემიერმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.