მზიურის პარკს კერძო საკუთრებაში არსებული, 18 ათსი კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მიწის აღნიშნული მონაკვეთი ცუდ მდგომარეობაშია, რადგან ადგილზე აქამდე შეუძლებელი იყო სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. კალაძის განცხადებით, კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა, რომ ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა მოხდება.