საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მძიმე დასკვნა დაიდება, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ ოპოზიცია ფიქრობს ,რომ თუ ასეთი დასკვნის გაჩენის შემთხვევაში ხელისუფლება სააკაშვილის გადაყვანაზე მაინც უარს იტყვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება.