ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდვები 26,2%-ით გაიზარდა და იანვარ-ოქტომბერში ტვირთის გადაზიდვებმა 540 000 ტონა შეადგინა. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვმა განაცხადა, ინფორმაციას კი სააგენტო Trend ავრცელებს. მისი ინფორმაციით გადაზიდვები, 2021 წელთან შედარებით, 26,2%-ით, ანუ 112 000 ტონით გაიზარდა. „ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალმა მონაწილე ქვეყნებს დიდი შესაძლებლობები, მათ შორის ევროპულ სივრცესთან წვდომა გაუხსნა და დღეს ის დასავლეთის მარშრუტზე უზარმაზარ პოტენციალს ქმნის,“ - აცხადებს რუსტამოვი. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინნიგზო მაგისტრალის პირველი ხაზის ექსპლუატაცია 2017 წელს დაიწყო. დღეისათვის ამ მარშრუტის სიგრძე 850 კილომეტრია.