ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მე-3 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
კლინიკაში მოთავსებული 29 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევამდე მას გაქცევის მცდელობა ჰქონდა.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.