ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში რუსეთის მიერ ელექტროენერგიის წარმომქმნელ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებს გმობს. ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერის თქმით, ეს ქმედებები აჩვენებს, რომ რუსეთი მზად არის გაზარდოს ბირთვული უსაფრთხოების ინციდენტის რისკი, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ იმოქმედოს მთელ რეგიონზე.