პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის , ლალი ტურძელაძის განცხადებით, 12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც გუშინ თბილისში ბავშვი გააჩინა, სტაბილურია. მისი თქმით, დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ. 12 წლის მოზარდი გუშინ კატასტროფის ჯგუფმა, რუსთავიდან თბილისის კლინიკაში სამშობიაროდ გადმოიყვანა. არასრულწლოვანი 11 წლის იყო, როდესაც დაორსულდა. ასევე არასრულწლოვანია ბავშვის მამა გამოძიება სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს.