საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესპანეთის სამეფოს წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ესპანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი ესპანეთის მიერ ამ საკითხზე მიღებულ რეზოლუციას გაუსვა. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავებაზე, ამ კონტექსტში პოზიტიურად შეაფასეს 2022 წლის ივლისში ესპანეთის წარმომადგენელთა კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიზიტი საქართველოში. საუბარი ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიას, შავი ზღვის რეგიონის და ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხო.