მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში ბელგიამ კანადა ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
კანადელებმა დებიუტიდანვე შეუტიეს, მე-10 წუთზე ბურთი საჯარიმოში კარასკოს ხელზე მოხვდა, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, მაგრამ დევიდს გატანა კურტუამ არ დაანება - ტიბომ ყველა ტურნირზე ბოლო 10 თერთმეტმეტრიანიდან 6 მოიგერია. აქედან მოყოლებული შეხვედრა ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და პირველი ტაიმის დასასრულს ბატშუაიმ ბელგია დააწინაურა.
შესვენების შემდეგ თამაში კიდევ უფრო თვალსასეირო სანახავი იყო, ბურთი ცენტრში პრაქტიკულად არ ჩერდებოდა, გუნდებს იერიში იერიშზე მიჰქონდათ, მაგრამ გოლი ვერც ერთმა ვერ გაიტანა.
ამ ჯგუფში შემდეგი ტური 27 ნოემბერს გაიმართება: ბელგია მაროკოს, ხოლო კანადა ხორვატიას დაუპირისპირდება.