მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში იაპონიამ გერმანიას ანგარიშით 2:1 სძლია.
როგორც მოსალოდნელი იყო, გერმანია თავიდანვე დაეუფლა დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, შტურმი მოაწყო და რაუმის მოპოვებული პენალტით გიუნდოგანმა ანგარიში გახსნა. ევროპელებმა ამის შემდეგაც არაერთი მომენტი შექმნეს, გიუნდოგანმა ბურთი ძელს გაარტყა.
ამდენი გაფუჭებული მომენტის გამო გერმანელები დაისაჯნენ: გააქტიურებულმა იაპონელებმა სახიფათო კონტრშეტევებით უპასუხეს, იტოს გატანა ნოიერმა არ დაანება, შემდეგ კი დოანმა და ასანომ დალაშქრეს ბუნდესგუნდის კარი.
გერმანია ბოლოს იერიშებზე გადავიდა, და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა იაპონიამ სენსაციური გამარჯვება მაინც მოიპოვა.