მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 20 მლრდ 347 მლნ ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაერთ ბიუჯეტში - 4 მლრდ 159 მლნ ლარის; ხოლო დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის სახით - 3 მლრდ 642 მლნ ლარის მობილიზება მოხდა.
ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 16-ტ მილიარდ 685 მლნ ლარს გადააჭარბა. საშემოსავლო გადასახადის სახით კი, ბიუჯეტში თითქმის 4 მლრდ ლარი შევიდა.