მიმდინარე წლის 10 თვეში ქვეყანაში ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტირებული ხორბლის ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38%-ით, ხოლო მოცულობა 58%-ითაა შემცირებული.შესაბამისად, წელს ხორბლის შესაძენად საქართველოდან 48 მლნ დოლარი დახარჯა. ტრადიციულად, საქართველოსთვის ხორბლის მთავარ საიმპორტო ბაზრად რუსეთი რჩება. იანვარ-ოქტომბერში რუსეთში შეძენილი საქონლის წილმა მთლიან იმპორტში 93% შეადგინა. ამასთან, გეტყვით, რომ რუსეთი ხორბლის საექსპორტო გადასახადს 6.4%-ით ამცირებს. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთიდან ხორბლის ექსპორტისას ბაჟი 1 ტონაზე 2 922 რუბლიდან, 2 735 რუბლამდე შემცირდება.