PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის მე-2 კვარტალში, იმ ადამიანების საშუალო რაოდენობა, რომლებიც თვიურად იღებენ ხელფასს, წლიურად 905 ათასი შეადგინა. აქედან 211 ათასი -600 ლარამდე ხელფასს იღებდა. I კვარტალთან შედარებით ამ ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 30 ათასით შემცირდა. ორგანიზაციის ცნობითვე, II კვარტალში ყველაზე მეტ ადამიანს 1201-2400 ლარის კატეგორიაში ჰქონდა ხელფასი. ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ხელფასი მოცემულ პერიოდში 2400 ლარს აჭარებდა, 158 ათასს ადამიანს შეადგენს.