კრის ჰემსვორტმა სამსახიობო კარიერის დროებით შეწყვეტა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაიგო, რომ ალცჰაიმერის დაავადების განვითარების მაღალი შანსი აქვს. მსახიობმა ამის შესახებ Limitless-ის გადაღებების პროცესში გაიგო, როცა ექიმებმა მას სხვადასხვა ტიპის გამოკვლევები ჩაუტარეს.
გამოკვლევების მიხედვით, 80%-ია იმის შანსი, რომ კრის ჰემსვორტს ალცჰაიმერის დაავადება განუვითარდეს. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ ჰემსვორტის ბაბუას ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი ცოტა ხნის წინ დაუსვეს.
კრის ჰემსვორტმა დაავადებისა და ბაბუის შესახებ ახლახან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. "ბაბუას უკვე ბევრი სიტყვა აღარ ახსოვს და წინადადებებს ნიდერლანდურად ასრულებს, რომელიც მისი მშობლიური ენაა. ის ნიდერლანდური და ინგლისური სიტყვებით საუბრობს, ხანდახან კი ახალ სიტყვებსაც ამატებს", — ამბობს მსახიობი.
რაც შეეხება დაავადების განვითარების მაღალ რისკს, ჰემსვორტის თქმით, ამისთვის მზად არის და არ სურს ამ სიახლის დრამატიზება. "როგორც კი ტურს დავამთავრებ, სახლში მივდივარ და უბრალოდ დასვენებას ვაპირებ. მსურს, რომ ჩემს ცოლთან და შვილებთან ვიყო", — განაცხადა ჰემსვორტმა.