ორბელიანების სასახლეში ,,სვანეთის დღეები“ საჯარო ლექციებითა და დისკუსიებით გრძელდება, რომელიც სვანურ სამართალსა და სვანურ ტოპონიმებს შეეხება. დღესვე, რეგიონების კვირეულისა და ,,სვანური დღეების“ ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის სვანეთის ისტორიის შესახებ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული ფოტომასალის გამოფენა შედგება. გამოიფინება ექვთიმე თაყაიშვილის სვანური ექსპედიციის ფოტოები და ბესარიონ ნიჟარაძის საარქივო მასალის ნაწილი.