ბათუმში, 14 წლის გოგოს ცემის ფაქტზე მოზარდის მამა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამა შვილს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც შეიტყო, რომ მას 25 წლამდე მამაკაცთან სექსუალური კავშირი ჰქონდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარის გამო, უწყებამ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის დანაშაულსა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მათივე ცნობით, დაკავებულია 14 წლის მოზარდის მამა. რაც შეხება სავარაუდო დამნაშავეს, 25 წლის მამაკაცს, ჯერჯერობით დაკავებული არ არის.