ევროკავშირი გაფართოების საჭიროებაზე კიდევ უფრო აქტიურად ალაპარაკდა. ევროპარლამენტში გამართულ მსჯელობაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა რომ ევროკავშირის კარი ღიაა ყველა იმ ქვეყნისთვის, ვისაც ევროპული ინტეგრაციის სურვილი აქვს. კიდევ ერთხელ გაჟღერდა მოწოდება იმ რეკომენდაციების შესრულებისა, რომელიც საქართველოს რამდენიმე თვის წინ დავალების სახით გადმოეცა.