იტალიელებმა 2021 წელს 2,7 მილიარდი პიცა შეჭამეს. ამის შესახებ იტალიური საცხობი ინგრედიენტების ასოციაცია Aibi-ს კვლევაში არის ნათქვამი, რასაც „ევროპუსლი“ ავრცელებს.
კვლევის თანახმად, საშუალო იტალიელი წელიწადში, დაახლოებით, 8 კილოგრამ პიცას მოიხმარს. ექსპერტებმა ქვეყანაში ყველაზე „პიცერიული“ ადგილებიც დაასახელეს.
პიცის წარმოების მხრივ ლიდერი ლომბარდიის რეგიონი აღმოჩნდა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით პიცაზე მოთხოვნის 15%-ს უზრუნველყოფს.
პიცერიების რაოდენობის მიხედვით ლიდერად პიცის ისტორიული სამშობლო, კამპანია დასახელდა, სადაც პიცის 17 000 ობიექტია.
პიცის სახლში შეკვეთების „დედაქალაქად“ სარდინიაში მდებარე ქალაქი დასახელდა.
2018 წელს „ევროპულსი“ წერდა, რომ, მეცნიერების მტკიცებით, პიცა უფრო მეტად იწვევს დამოკიდებულებას, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკვები. ამ მაჩვენებლით მან გადაუსწრო შოკოლადს, რომელიც მე-2 ადგილზე დასახელდა. პიცამ, ასევე, აჯობა მე-3 ადგილზე გასულ ჩიფსს და ბევრად ჩამოიტოვა მე-6 პოზიციაზე დასახელებული კარტოფილი ფრი და მე-7 ადგილზე მყოფი ჩიზბურგერი.
წყარო: BPN.GE