ცოტა ხნის წინ, კიევში აფეთქებების ხმა გაისმა.
უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან მიტანილი იერიშის შესახებ ცნობები დაადასტურა. აფეთქებებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
ვრცელდება ცნობები, აფეთქებების შესახებ მიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებშიც.