ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პრესკონფერენციას გამართავს. "ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი" - ამ თემაზე ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრი, ანა ფოტიგა 29 ნოემბერს ისაუბრებს. ევროპარლამენტარი Twitter-ზე კონფერენციის ბანერს აქვეყნებს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილის ფოტოა დატანილი.