იერუსალიმში, ავტობუსის ორ გაჩერებასთან აფეთქებების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 22 დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.ისრაელის პოლიციამ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა. პირველი აფეთქება იერუსალიმის მთავარ შესასვლელთან, გივატ შაულში მოხდა. აფეთქების შედეგად, ავტობუსის გაჩერებაზე მყოფი 18 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეორე აფეთქება რამოტის გზაჯვარედინზე, იერუსალიმის კიდევ ერთ შესასვლელთან მოხდა, რის შედეგადაც, 5 ადამიანი დაშავდა.