სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი სამთვიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
27 წლის მარიამ აბაზაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
ფაქტი 4 სექტემბერს მოხდა. მომხდარის კონკრეტული მოტივი ამ დრომდე უცნობია. თუმცა ფაქტზე ადგილობრივებს და ახლობლებს ორი ვერსია აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ ქმარს შესაძლოა, იარაღი გაუვარდა, ნაწილი კი ფიქრობს,რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.
პოლიციამ 27 წლის შმაგი ხუნაშვილი იმავე დღეს დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გამოძიება, მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11' 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.