ევროპელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას ახსენებენ რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროპული რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულებაა საჭირო. ევროპარლამენტში გუშინ გამართულ მსჯელობაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა რომ ევროსტრუქტურა ღია კარის პილიტიკის მიმართ ერთგული რჩება. ოპოზიცია საერთაშორისო მოწოდებების ფონზე "ოცნებას" შესრულებულ სამუშაოს უწუნებს, უმრავლესობა კი ოპონენტებს საბოტაჟში სდებს ბრალს.