ლიტვაში N1 ფინტექის ლიცენზიის მფლობელი Paysera-ს პარტნიორი კომპანია საქართველოში ციფრული ბანკის ლიცენზიის მიხედვით ბაზარზე ოპერირებას 4 - თვიანი სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ დაიწყებს.
ეროვნული ბანკის ცნობით, "პეისერა საქართველოს" ბიზნეს მოდელი ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება, რაც მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს. 18 წლის განმავლობაში კომპანიამ სანდოობის, სიმარტივის, სისწრაფისა და ხელმისაწვდომი ფასების გამო, უკვე მილიონზე მეტი მომხმარებელი შეიძინა.
"პეისერას" ძირითადი ლიცენზია ფარავს ევროკავშირს თუმცა, ის ემსახურება დანარჩენ მსოფლიოსაც, მათი სურვილის შემთხვევაში. რაც შეეხება "პეისერას" საპარტნიორო ქსელს, ის მოიცავს ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, კოსოვოს, ალბანეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, შვეიცარიას და ახლა უკვე საქართველოს.
"ბიზნეს პალიტრას" სტუმარია "პეისერა საქართველოს" გენერალური დირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილი