575-მილიონიანი კრიპტო თაღლითობის გამო, HashFlare-ის დამფუძნებლები დააკავეს. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა კრიპტოპროექტის 2 დამფუძნებელი დააკავა. HashFlare-ი თაღლითური ფინანსური პირამიდა იყო, რომელიც 2015 წლიდან 2018 წლამდე ოპერირებდა და ის მომხმარებელს დისტანციური მაინინგის სერვისს სთავაზობდა.
კომპანიის მტკიცებით, კლიენტებს თანხის სანაცვლოდ HashFlare-ის მაინერის დაქირავება შეეძლოთ, გამომუშავებულ კრიპტოვალუტას კი ისინი გასამრჯელოს სახით მიიღებდნენ, თუმცა სინამდვილეში კომპანია არავითარ მაინინგ საქმიანობას არ ეწეოდა და ის კლასიკური ფინანსური პირამიდის პრინციპით ოპერირებდა, სანამ დამფუძნებლებმა პროექტის დასრულების და მომხმარებლების თანხის მითვისების გადაწყვეტილება არ მიიღეს.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით, ესტონელმა თაღლითებმა, ჯამში 575 მილიონი დოლარი მიირთვეს და 75-მდე ძვირადღირებული სახლი, ავტომობილი და ფუფუნების საგანი შეიძინეს. დაკავებულებს ამ ეტაპისთვის ბრალი 16 მუხლით აქვთ წაყენებული და, სავარაუდოდ, მათ თავისუფლების აღკვეთა მიესჯებათ.