საქართველოს დიდ სასტუმროებში ნომრის საშუალო ფასი 115 დოლარია. ,,თიბისი კაპიტალმა” ტურიზმის სექტორის განახლებული კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც მათ შორის სასტუმროების სფეროსაც მიმოიხილავს.
ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის ოქტომბრის განმავლობაში, საქართველოში სასტუმროების ნომრების დატვირთულობის საშუალო დონემ 49% შეადგინა, რაც პანდემიამდელ, ანუ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით მეტია. ანგარიშის მიხედვით, ნომრის საშუალო ფასი როგორც უკვე გითხარით, ქვეყნის დიდ სასტუმროებში 115 დოლარს შეადგენდა ოქტომბერში. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა 2019 წლის დონის 96%-ია. რაც შეეხება თბილისში სასტუმროების დატვირთვის საშუალო დონეს, 70%-ს აღწევს. “ზღვისპირა რეგიონში კი სასტუმროების დატვირთვის დონე 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 5%--ით არის გაზრდილი, კახეთში კი მატება 6%-ის ფარგლებშია.
ცნობითვის, ოქტომბერში საქართველოში ჯამში 442,603 ვიზიტორის ვიზიტი შედგა, მატება წინა წელთან შედარებით 115%-ია.