სამართალდამცავებმა ხარაგაულში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია - 1978 წელს დაბადებული ჯ.ს.
რაც შეეხება დანაშაულში ბრალდებულ მეორე პირს, მისი ვინაობა დადგენილია. სამართალდამცველები ბრალდებულის ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.