ძმისშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ოჯახის წევრები ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ.
როგორც ისინი აცახდებენ, მცირეწლოვნის დედას პირადი ინტერესი ჰქონდა და „ამიტომაც ეს ისტორია გამოიგონა“. მათი განცხადებით, ამბობენ , რომ სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებენ. ბავშვის დედას პროვოკაციაში ადანაშაულებენ ასევე დაკავებულის სხვა ოჯახის წევრებიც და ყვებიან, რომ ქალი ადრე დედამთილს და მამათილს ცემაში ადანაშაულებდა.
„ჩემი ქმარი უსამართლოდაა დაკავებული. ბავშვის დედას არ აინტერესებს შვილები - ერთს ჩვენ ვზრდით, მეორეს მული და მესამე მასთან არის. ბავშვს დედამ შთააგონა, რა და როგორ უნდა ეთქვა. მისი ინტერესი აქვს, ეს სახლ-კარი უნდა და მიზეზიც ეს არის. ასეთი ტყუილი მოიგონა“, - აცხადებს დაკავებული მამაკაცის მეუღლე.
დაკავებული მამაკაცის ძმა, 8 წლის გოგონას მამაც აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ ბავშვი აიძულა, პოლიციისთვის სიცრუე ეთქვა. ის დარწმუნებულია, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, სამეგრელოში, მცირეწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს. დაკავებულს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ძმისშვილის მიმართ ედავებიან.
სასამართლომ ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.