უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა რთული ზამთრისთვის ემზადება. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. უძლეველობის პუნქტები შეიქმნება, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუკი რუსული დარტყმების შედეგად უკრაინის მოსახლეობის ელექტრომომარაგება ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეეზღუდება. ზელენსკი აღნიშნავს, რომ დღეისთვის უკვე 4000-ზე მეტი მსგავსი პუნქტია მზად. “უძლეველობის პუნქტების” მუშაობა იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ მასობრივი რუსული შეტევები გაგრძელდება და ელექტრომომარაგების რამდენიმე საათში აღდგენა შეუძლებელი იქნება.