ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ 2023 წელს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს როგორც მასპინძელი ქვეყნის კონცეფცია და ტურიზმის პოპურალიზაციის მიზნით გადღებული ახალი ვიდეო რგოლი წარუდგინა.
ვიცე-პრემეირის თქმით, ქართველების ყველაზე ძლიერი მხარე სტუმარმასპინძლობაა და სწორედ ესა იქნება მთავარი თემა და აქცენტი, რაც საქართველოს ბერლინის საერთაშრისო გამოფენაზე ექნება წარმოჩენილი.
შეხვედრისას აღინიშნა რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გამოფენაში მასპინძლის სტატუსიტთ მონაწილეობით, საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი ტურისტული პოტენციალი და ტურისტული პროდუქტები გამოფენის 200-ათასიან აუდიტორიას, მათ შორის 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს და გამოფენის მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს გააცნოს.