მცირეწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 8 წლის გოგონა ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა მასზე სექსუალურად იძალადა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში მოხდა.
სასამართლომ ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.