„ფეისბუქი" თუ "ბლოკჩეინი" - რომელ პლატფორმას გამოიყენებს "ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარის ასარჩევად, ამ ეტაპზე უცნობია. პარტიაში კონსულტაციები გრძელდება. ნაწილი ფარულ, ნაწილი კი ღია კენჭისყრას ითხოვს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის, თუმცა პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ საბოლოო არჩევანის გაკეთება მათ ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის მოუწიოთ.