ერევანში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის წინ, სომხეთის პროდასავლური ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" სომხური სამსახური ავრცელებს. პროდასავლური ოპოზიციური ალიანსი მოითხოვს სომხეთის გასვლას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან რომლის სამიტის გამართვაც ერევანში 23 ნოემბერსაა დაგეგმილი და რომელსაც ვლადიმერ პუტინიც დაესწრება.
აქციის დღევანდელი მონაწილეები ერევნის ცენტრში მარშის დროს რუსეთის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოდიოდნენ. მათი თქმით, რუსეთიც და მთლიანად გაერტიანება სომხეთის მტრები არიან