უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ორი ათასი ქალაქი და სოფელი უნდა გაათავისუფლონ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის მერებისა და მუნიციპალიტეტების მეთაურების კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურას მთლიანად ანადგურებენ, ხოლო როდესაც გარბიან - იპარავენ მთელს აღჭურვილობას, რომელიც ქალაქის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფდა.