პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ძალადობით და მუქარით განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სასამართლომ ბრალდებულს, 60 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს, 13 წლის არასრულწლოვნის მიმართ, ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.