ტყეში სათბობი შეშის მოპოვება, მოსახლეობამ შესაძლოა, 2026 წლამდე შეძლოს. აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპორექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
პროექტის თანახმად, ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა 2023 წლის 1 იანვრის ნაცვლად დასაშვები 2026 წლის 1 იანვრამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო უკვე ახორციელებს ,, საქმიანი ეზოების“ პროექტის ფარგლებში მერქნული რესურსის რეალიზაციას იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც ხე-ტყის დამზადების უფლება აქვთ. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პრაქტიკა დინამიკაში უკვე მზარდი პროცესია