ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ 2022-2023 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, ვიზიტორებს ახალ ინფრასტრუქტურას დაახვედრებს.
როგორც ვიცით, 2023 წელს კურორტი ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. შესაბამისად, 2023 წლამდე ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული განახორციელოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები. დიდველი, კოხტა-მიტარბის არეალში აქტიურად მიმდინარეობს 29-კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. „მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში კი აშენდა 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა. ასევე გაკეთდა ახალი ტურისტული სათხილამურო გზები. შეძენილია ახალი სპეც-ტექნიკა.
ამასთან, კურორტ გოდერძიზე დასრულდა ახალი საოპერატორო შენობისა და სალაროს მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ სვანეთში ჰაწვალის მთაზე მიმდინარეობს ახალი სათხილამურო ტრასების პროექტირება და მულახი-თეთნულდის დამაკავშირებელი საბაგიროს კვლევითი და საპროექტო სამუშაოები.