22 თვის შემდეგ პირველად, ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა. „საქსტატის“ მონაცემებით, ოქტომბერში ადგილობრივმა ექსპორტმა 290 -თ მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიურად 8.8%-იანი კლებაა. შედარებისთვის, სექტემბერში ზრდა 20%-ი იყო.
მიმდინარე წლის 10 თვეში კი, ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 68%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25%-ით გაიზარდა და სამ მლრდ 100 მლნ დოლარს გაუტოლდა.