მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოში დასაქმებულთა 22%-ის ხელფასი 600 ლარამდე იყო. PMC კვლევითი ცენტრის მიხედვით, იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც 600 ლარზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებდნენ, წლიურად 5.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.2 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. სამაგიეროდ, გაზრდილია მაღალშემოსავლიანი დასაქმებულების რაოდენობა. კერძოდ, 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28%-ით მეტია იმ ადამიანების რაოდენობამ, რომელთა ხელფასიც 9,600 ლარს აღემატებოდა.
2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა თითქმის 53%-ია. რაც შეეხება იმ მოქალაქეების რაოდენობას, რომელთა ხელფასიც 2,400 ლარზე მეტი იყო, 3.7%-ითაა გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 43,751 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 164%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.