ადელმა ლას-ვეგასში მაყურებლისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული შოუ მოაწყო თავისი კარიერის ისტორიაში. 34 წლის მომღერალი სცენაზე სცენაზე „სკიაპარელის“ ულამაზეს ხავერდის კაბაში გამოვიდა, რომელიც ატლასის ქამრითა და უძვირფასესი ბროშით იყო გაფორმებული. ამ დღეს ადელს ყველა აქსესუარი ოქროსფერი ჰქონდა, მათ შორის საყურეები და ბეჭდები.
შოუ სახელწოდებით Weekends with Adele გაიხსნა პოპულარული ჰიტით Hello. გასაოცარი იყო ვიზუალური ეფექტები, რომელიც მაყურებელმა სცენაზე ნახა. მათ შორის საახალწლო ფეიერვერკი და ცეცხლმოკიდებული როიალი. ადელმა სცენიდან პუბლიკასთანაც გადაინაცვლა და ცნობილი ჰიტის Some Like You შესრულებისას ბოიფრენდს შონ პოლს, მოგვიანებით კი თავის 10 წლის ვაჟს, ანჟელოს აკოცა.