ლილი როუზ დეპი, რომელიც ჯონი დეპისა და ვანესა პარადის შვილია, თავადაც მშობლების კვალს გაჰყვა და შოუ-ბიზნესში გადაწყვიტა ბედის ცდა. მან უკვე მოასწრო რამდენიმე ცნობილ პროექტზე მუშაობა, მათ შორისაა ფილმები The Planetarium, The Dancer და The King. ლილი მთავარ როლს ასრულებს HBO-ს ახალ სერიალშიც The Idol, რომლის პროდიუსერები Euphoria-ს შემქმნელი სემ ლევინსონი და კანადელი მომღერალი The Weeknd არიან. სერიალის პრემიერა 2023 წელს იგეგმება.
ლილი როუზ დეპის ამ წარმატებას ხშირად მისი მშობლების ცნობადობასა და გავლენას აწერენ და "ნეპოტიზმის შვილს" უწოდებენ.
"ხალხს წინასწარ შექმნილი აზრი აქვს შენს შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიე წარმატებას, თუმცა დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, რომ არაფრის გამო არ მოგცემენ როლს, თუ მისთვის ზედგამოჭრილი არ ხარ," — განაცხადა მსახიობმა. — "ინტერნეტი უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ ვინ არიან შენი ოჯახის წევრები, ვიდრე ის ხალხი, რომელიც როლზე გამტკიცებს. შეიძლება, ცალი ფეხი კარში გქონდეს შედგმული, თუმცა სულ ესაა. ამის შემდეგ ბევრი უნდა იმუშაო. მე მსურს, რომ რასაც შევქმნი, იმის მიხედვით განმსაზღვრონ, თუ ვინ ვარ," — განაცხადა ლილი როუზ დეპმა.
ლილი როუზი ასევე ფიქრობს, რომ ტერმინი "ნეპოტიზმის შვილი" სექსისტურია. მისი თქმით, როგორც წესი ასე მხოლოდ წარმატებულ ქალებს მოიხსენიებენ და არა — წარმატებულ კაცებს.
"ქალების მისამართით უფრო ხშირად მესმის ეს ტერმინი და არა მგონია, რომ ეს უბრალო დამთხვევა იყოს."მსახიობმა მამის, ჯონი დეპის, სასამართლო პროცესზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ უფლება აქვს თავისი აზრი თავისთვის შეინახოს.